280px-Schloss Sigmaringen.JPG | 280px-Sigmaringen schloss.jpg ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი ჰოენცოლერნთა დინასტიის შვაბიური და კათოლიკე შტოა. იგი ერთ-ერთი უძველესი გერმანული არისტოკრატული საგვარეულოა, რომელიც პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება გრაფების ტიტულით. დინასტია სავარაუდოდ ბურხარდინგების საჰერცოგო საგვარულოდან წარმომავალი ცოლერნების ერთ-ერთი შტოა. XIII საუკუნის დასაწყისში ჰოენცოლერნები ორ შტო გაიყვნენ: შვაბიური შტო და ფრანკონიული შტო. ფრანკი ჰოენცოლერნები შემდგომში ბრანდენბურგის კურფიურსტები და პრუსიის მეფეები გახდნენ.
1576 წელს შვაბი ჰოენცოლერნები ორ შტოდ გაიყვნენ: ჰოენცოლერნ-ჰეხინგენი და ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი. ჰეხინგენის შტო 1869 წელს ამოწყდა, ზიგმარინგენის კი დღემდე განაგრძობს არსებობას. დინასტიის საგვარეულო სასახლე ქალაქ ზიგმარინგენში მდებარეობს. დღევანდელ ბადენ-ვიურტემბერგში მდებარე ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის სათავადო 1849 პრუსიის სამეფომ შეიერთა, თუმცა დინასტია განაგრძობდა მნიშვნელოვანი როლის თამაშა გერმანიის და საერთოდ ევროპის ისტორიაში. ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენის საგვარულო 1866-1947 წლებში მეფობდა რუმინეთში.
გერმანული არისტოკრატთა საგვარეულოები
Hohenzollern-Sigmaringen | Hohenzollern-Sigmaringen | Hohenzollern-Sigmaringen | הוהנצולרן - זיגמרינגן | Hohenzollern-Sigmaringen | Hohenzollern-Sigmaringen
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world