article

Hannover-Position.png ჰანოვერი, ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. 515.948 ათ. მცხოვრებით ( 2004 ). საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი. ნავსადგური შუა გერმანიის არხისა და მდინარე ლაინეს გადაკვეთის ადგილას. ინდუსტრიისა და საფინანსო-სავაჭრო ცენტრი. განვითარებულია სატრანსპორტო (უმთავრესად საავტომობილო) და საერთო (ჩარხთმშენებლობა და სხვ.), მანქანათმშენებლობის, ელექტროტექნიკის, რეზინის (I ადგილი გერმანიაში), კვების, საფეიქრო მრეწველობის, არის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის საწარმოები. ქალაქის მიდამოებში იღებენ ნავთობსა და კალიუმის მარილებს.

ჰანოვერში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სამრეწველო ბაზრობები. არის ტექნიკური, სავეტერინარო, პედაგოგიური, სამუსიკო და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სკოლები. მეტროპოლიტენი. II მსოფლიო ომის (1939-45) დროს ქალაქი ძლიერ დაინგრა. აღდგენილია ბაზრის ეკლესია (XIV ს.) და ძველი რატუშა (XV ს.), შემოინახა ჰერენჰაუზენის სასახლე (დაიწყო 1676, გადაკეთებულია 1704 და 1820-21) და პარკი (დაიწყო 1674). აშენდა რადიოცენტრი (არქიტექტორები ფ. ვ. კრემერი, ჰ. ლიხტენჰალმი, დ. ესტერლენი) და სხვ.

გერმანიის ქალაქები

Hannover | هانوفر | Hannover | Хановер | Hannover | Hannover | Hannover | Hannover | Αννόβερο | Hanover | Hanovro | Hanóver | Hannover | هانوور | Hannover | Hanovre | Hannóver - Hannover | הנובר | Hannover | Hannover | Hannover | ハノーファー | 하노버 | Hannover | Hannoveria | Hanoveris | Hannovere | Hannober | Hannover (stad) | Hannover | Hannover | Hanower | Hanôver | Hanovra | Ганновер | Hanover | Hannover | Hannover | ฮันโนเวอร์ | Hannover | Hannover | 漢諾威

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "ჰანოვერი".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld