article

St Basils Cathedral-500px.jpg | St Basils Cathedral closeup.jpg წმინდა ბასილის საკათედრო ტაძარი (რუს.: Собор Василия Блаженного) მრავალგუმბათოვანი ეკლესიაა მოსკოვის წითელ მოედანზე. შვიდი გუმბათი სამყაროს შექმნის შვიდ დღეზე მიანიშნებს, ტრადიციულად რუსეთის ევროპასა და აზიაში უნიკალური მდებარეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

კათედრალი ივანე მრისხანეს ბრძანებით ააგეს 1555-1561 წლებში ყაზანის სახანოს აღების აღსანიშნავად. 1588 წელს ცარმა ფიოდორ ივანოვიჩმა აღმოსავლეთ ნაწილში კაპელა დაამატა ბასილი ბლაჟენნის საფლავის თავზე, ეს უკანასკნელი რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, რომლის სახელსაც ამჟამად თავად ტაძარი ატარებს.

ტაძარი წითელი მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს (55°45′08.88″N, 37°37′23.00″E), კრემლის სპასსკაიას კოშკის პირდაპირ. არც თუ ისე დიდი ზომის ტაძარი ერთ საფუძველზე ნაგები ცხრა კაპელისგან შედგება. კათედრალის დიზაინი იმ დროისთვის თანამედროვე დაფერილი ეკლესიების ტრადიციაშია გადაწყვეტილი, კოლომენსკოეს ტაძრის (1530) და დიაკოვოს ეკლესიის მსგავად (1547).

კათედრალის წინ ბაღში დმიტრი პოჟარსკისა და კუზმა მინინის ბრინჯაოს ქანდაკება დგას. ქანდაკება თავდაპირველად წითელი მოედნის ცენტრში იდგა, თუმცა საბჭოთა მთავრობამ ჩათვალა, რომ ის პარადებს ხელს უშლიდა და 1936 წელს კათედრალის წინ გადაიტანა.

თავდაპირველი კონცეფციით უნდა აგებულიყო კაპელათა ნიშები, რომლებიც მიეძღვნებოდა ყოველ წმინდანს, რომლის დღესაც მეფე ბრძოლაში გაიმარჯვებდა, თუმცა ერთი ცენტრალური გუმბათის აშენებამ ეს ნიშები ერთ კათედრალში გააერთიანა. ლეგენდის თანახმად ივანე მრისხანემ არქიტექტორი პოსტნიკ იაკოვლევი დააბრმავებინა, რათა მას ამ ტაძარზე უფრო ბრწყინვალე ნაგებობა სხვისთვის არ აეშენებინა. ვარაუდობენ, რომ კათედრალში გარკვეული ელემენტები ყაზანის ქოლშარიფის მეჩეთის მოტივებს იმეორებდა, ვინაიდან ეს მეჩეთი ყაზანის სახანოს მთავარი სიმბოლო იყო. თუმცა ამ მეჩეთის თავდაპირველი სახე უცნობია.

მოსკოვი | რუსეთის არქიტექტურული ძეგლები

Basilius-Kathedrale | Saint Basil's Cathedral | Cathédrale Saint-Basile de Moscou | Basiliuskatedraal | כנסיית ואסילי הקדוש | Katedral Santo Basil | Cattedrale di San Basilio | 聖ワシーリー寺院 | Basiliuskathedraal | Собор Василия Блаженного | Vasilijkatedralen | Vasili Blajenní Çirkäwe | 华西里·柏拉仁诺教堂

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "წმინდა ბასილის საკათედრო ტაძარი".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld