665px-Parus major g1.jpg წივწივასებრნი, წიწკანასებრნი (Paridae), ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 10-20 სმ, მასა 7-25 გ) ფრინველებს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში (საჰარის სამხრეთით) და ჩრდილოეთ ამერიკაში. მეხეური ფორმებია. ბინადრობენ ტყეებში, ბაღებში და პარკებში, ბუჩქნარებში, მცირე რაოდენობა - ლელქაშში. წივწივასებრნი იკვებებიან მწერებით, მათი მატლებითა და ჭუპრებით, კენკრითა და თესლით. მოიცავს 9 გვარის 65-მდე სახეობას. საქართველოში აღრიცხულია დიდი წივწივა, წიწკანა, შავი წიწკანა, რემეზი, ულვაშა წიწკანა. შეიძლება აჭარაში დადასტურდეს ხმელთაშუაზღვიური წიწკანას არსებობაც. ულვაშა წიწკანა შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში."
Sýkorovití | Titw | Meisen | Titmouse | Parida familio | Paridae | Wâldmies | Paruo | Paridae | カラ類 | Meesen | Zyliniai | Echte mezen | Meisefamilien | Meisefamilien | Sikorowate | Paridae | Синица | Mesfåglar | Baştankara | Синиця | 山雀科
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"წივწივასებრნი".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world