ქართველური ენები, ასევე სამხრეთ კავკასიური ენები ძირითადად საქართველოში მოსახლე ადამიანთა მშობლიური ენაა, მცირეოდენი ჯგუფებით თურქეთში, ირანსა და რუსეთში.
ქართულისა და ყივრულის გამონაკლისის გარდა ზემოთხსენებული ენები ურთიერთგასაგები არაა, თუმცა აშკარაა მათი ნათესაობა, ხოლო ლაზური და მეგრული ოფიციალურად მოიაზრება, როგორც ერთი "ზანური" ენა. კავშირი ამ ენათა შორის პირველად აღნიშნული იყო ლინგვისტურ ლიტერატურაში ი. გიულდენშტედტის მიერ მე-18 საუკუნეში, რაც მოგვიანებით დადასტურდა გ. როზენის, მ. ბროსესა და ფ. ბოპის მიერ 1840-იან წლებში.
მეცნიერთა მოსაზრებით ქართველური ენები ერთი პროტო-ქართველური ენისგან, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და ჩრდ. თურქეთის რეგიონში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, გამიჯნულან ძვ.წ. III-II ათასწლეულებში. ენის ცვლილების ხარისხის მიხედვით ზოგიერთი ლინგვისტი (მათ შორის ა. ჩიქობავა, გ. კლიმოვი, თ. გაყრელიძე, და გ. მაჭავარიანი) ასკვნის, რომ ყველაზე ადრეული გამიჯვნა პროტო-ქართულისგან სვანურ ენაში უნდა მომხდარიყო ძვ.წ. II ათასწლეულში ან უფრო ადრე, მაშინ როცა მეგრული და ლაზური ქართულს გამოეყო ათასი წლით გვიან, ხოლო ერთმანეთისგან კი - დაახ. 500 წლის წინ.
ყივრული ენა ქართულის ნაირსახეობად მოიაზრება, რომელმაც სახეცვლილება დიდი რაოდენობით ებრაული და არამეული ნასესხები სიტყვებისგან განიცადა. მისი გამოყოფა ქართულისგან შედარებით გვიანდელია.
გარკვეული გრამატიკული მსგავსებანი აღინიშნება ბასკურ ენასთან, განსაკუთრებით ბრუნებაში. თუმცა, ლინგვისტთა უმრავლესობა უარჰყოფს ამგვარ მსგავსებებს, როგორც უმნიშვნელოს და ზედაპირულს, რაც შესაძლოა უბრალო დამთხვევა იყოს, ვინემ მემკვიდრეობით გადმოცემული თვისება საერთო წინაპარი ენიდან.
ნებისმიერი მსგავსება სხვა ლინგვისტურ წარმონაქმთან შესაძლოა ტერიტორიული სიახლოვის გავლენის შედეგი იყო. ორმხივი სესხების პროცესი (ჩრდილო და სამხრეთ კავკასიურ ენებს შორის) დაფიქსირდა, და ამგვარად სავსებით შესაძლებელია, რომ მას გარკვეულ გრამატიკულ ნიშნებზეც მოეხდინოს გავლენა. ასავე კარგად დასტუდება პროტო-ქართულ ლექსიკაზე ინდოევროპულ ენათა გარკვეული ზეგავლენა, რამაც შესაძლოა ეს ოჯახები გაცილებით მაღალ გენეალოგიურ შტოში გააერთიანოს.
მეგრული ენაც ქართული ანბანით იწერება 1864 წლიდან, განსაკუთრებით 1930-38 წლებში და 1989 წლის შემდეგ, როცა მეგრელებს გარკვეული კულტურული ავტონომია მიეცათ.
ლაზური ენა ძირითადად იწერებოდა 1927-37 წლებში, და ამჟამად თურქეთში, ლათინური ალფავიტით. თუმცა ლაზური ენა ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად უჩინარდება, ამ ენოვანი ხალხის თურქულ საგოზადოებაში აღრევის გამო.
ყივრული (ასევე გურუზინიკი) იყო გრუზიმთა, ძველი ებრაული მოსახლეობა საქართველოში, ენა. მას ხშირად ებრაული ალფავიტით სწერენ.
კავკასიური ენები | ქართული ენა
Yezhoù kartvelek | Kartvelsk | Südkaukasische Sprachen | South Caucasian languages | Eteläkaukasialaiset kielet | 南コーカサス語族 | Zuid-Kaukasische talen | Języki południowokaukaskie | Картвельские языки | Sydkaukasiska språk | Kartveli dilleri
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"ქართველური ენები".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world