180px-Torricelli.jpg ტორიჩელი, (Torricelli) ევანჯელისტა (* 15 ოქტომბერი, 1608, ფაენცა ― † 25 ოქტომბერი, 1647, ფლორენცია), იტალიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. მათემატიკური განათლება მიიღო რომში გ. გალილეის მოწაფის ბ. კასტელის ხელმძღვანელობით. 1641 გადავიდა არჩეტრიში, სადაც გალილეის ეხმარებოდა შრომების დამუშავებაში. 1642-იდან, გალილეის სიკვდილის შემდეგ , იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის კარის მათემატიკოსი, ამავე დროს ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი. ყველზე მეტად ცნობილია ტორიჩელის შრომები, რომლებიც ეხება პნევმატიკისა და მექანიკის საკითხებს. 1644 განავითარა ატმოსფერული წნევის თეორია, დაამტკიცა ე. წ. ტორიჩელის სიცარიელის მიღების შესაძლებლობა და გამოიგონა ვერცხლის-წყლიანი ბარომეტრი. საფუძველი ჩაუყარა ჰიდრავლიკას, გამოიყვანა ჭუჭლიდან იდეალური სითხის გამოდინების სიჩქარის ფორმულა (ტორიჩელის ფორმულა). შრომები აქვს აგრეთვე მათემატიკაში, ბალისტიკაში და სხვა.
იტალიელები | დაბადებული 1608 | გარდაცვლილი 1647
Еванджелиста Торичели | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | אוונג'ליסטה טוריצ'לי | Evangelista Torricelli | エヴァンジェリスタ・トリチェリ | 에반젤리스타 토리첼리 | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli | Торричелли, Евангелиста | Evangelista Torricelli | Evangelista Torricelli
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"ტორიჩელი, ევანჯელისტა".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world