article

სახელმწიფო ენა არის ენა, რომელიც ამ სტატუსით არის განსაზღვრული ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციაში, ან კონსტიტუციის არარსებობის შემთხვევაში - სახელმწიფოს კანონებში. ეს არის ენა, რომელსაც სახელმწიფოს მოქალაქეები იყენებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) ურთიერთობებისას. ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ენა, რომელიც ასეთად აღიარებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ეროვნული უმცირესობების ენებისაგან, რომელთაც აქვს სახელმწიფო (ოფიციალური) ენის სტატუსი ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ქართული და აფხაზური. ანალოგიური სტატუსი აქვს თათრულ ენას თათარსტანის რესპუბლიკაში (რუსეთი), კატალონიურ ენას კატალონიაში (ესპანეთში), ფრანგულ ენას ლუიზიანის შტატში (აშშ) და ა.შ. თანამედროვე მსოფლიო ქვეყნების ნახევარზე მეტს აქვს დაფიქსირებული სახელმწიფო ენა, ზოგიერთ შემთხვევაში - ორი, სამი და მეტი ენა.

და ბოლოს, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო ენის ცნება არ არსებობს, უფრო ზუსტად, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. მათ რიცხვს მიეკუთვნება ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ერიტრეა, შვეცია და სხვები. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ქვეყნის უმრავლესობის ენებს მოიხსენიებენ ოფიციალური ენის სახელით.


იხილეთ აგრეთვე

Официален език | Llengua oficial | Úřední jazyk | Iaith Swyddogol | Amtssprache | Official language | Oficiala lingvo | Idioma oficial | Riigikeel | Virallinen kieli | Langue officielle | Službeni jezik | Hivatalos nyelv | Opinbert tungumál | 公用語 | Koaⁿ-hong gí-giân | Amtsspraak | Officiële taal | Offisielle språk | Język urzędowy | Língua oficial | Limbă oficială | Государственный язык | Official language | Uradni jezik | Службени језик | Officiellt språk | Räsmi tel | 官方语言

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "სახელმწიფო ენა".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld