''დევიზი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა (Liberte, Egalite, Fraternite)
|
| სახელმწიფო ენა | ფრანგული
|
| დედაქალაქი | პარიზი
|
| პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი
|
| პრემიერ-მინისტრი | ჟან-პიერ რაფარენი
|
ფართობი - ხმელეთი - ზღვა
| სიდიდით 47-ე 551,695 კვ.კმ 0,26%
|
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე
| სიდიდით 20-ე 60,560,000 111/კმ²
|
| ვალუტა | ევრო (EUR)
|
| დროის ზონა | დზკ +1 (ზდ +2)
|
| სახელმწიფო ჰიმნი | მარსელიოზა
|
| ინტერნეტის დომენი | .fr
|
| სატელეფონო კოდი | 33
|
სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - საფრანგეთის რესპუბლიკა; ფრანგულად - France; République française.
- ეტიმოლოგია - სახელი მომდინარეობს ფრანკების ტომებისაგან. თვით სიტყვა “ფრანკი” თავისუფალ ადამიანს ნიშნავს. ამ ტერიტორიას რომაელები გალიას უწოდებდნენ გალების კელტური ტომის მიხედვით. საფრანგეთის სახელები სხვა ენებზე: Gallia (ბერძნული), Francogallia (ლათინური), Fagguo (ჩინური), Ranska (ფინური), Tsarf (ებრაული), Valland (ძველნორვეგიული), Bro-C'hall (ბრეტონული), Perancis (ინდონეზიური).
- ქვეყნის კოდი - FR.
გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, შვეიცარია, იტალია, მონაკო, ანდორა, ესპანეთი.
- ფართობი - 551.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 3,010 კმ; სახმელეთო - 2,250 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - აკვიტანიის აუზი, არმორიკის მასივი (ბრეტანი), კოტანტინის ნახევარკუნძული (ნორმანდია), პარიზის აუზი, ხმელთაშუაზღვის დაბლობი, ცენტრალური მასივი, რონა-საონის ველი, პირენეები, ალპები და ჟურა, ელზასი და ლოტარინგია. მთიანი რეგიონები - ალპები, პირენეები, ჟურა, არდენები, ვოგეზები. უმაღლესი მწვერვალი - მონბლანი 4.807 მ; მდინარეები (კმ) - გარონა 650, ლუარა 1.020, მარნა, რაინი, რონა 548 (სულ 812), საონი, სენა 776; ტბები (კვ.კმ) - ჟენევის 234 (სულ 581), ეტან-დე-ბერი 155, ანესი; კუნძულები (კვ.კმ) - კორსიკა 8.680, ილ-დ-ოლერონი 174; კლიმატი - კონტინენტური, ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, რკინის მადანი, ბოქსიტები, თუთია, საშენი ხე-ტყე, თევზი.
სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა. საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც დაამხო მონარქიული მმართველობა და გამოაცხადა რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ჟაკ შირაკი (Jacques Chirac, 1995-დან). საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის პრეზიდენტები იყვნენ აგრეთვე: შარლ დე გოლი (1959-69), ჟორჟ პომპიდუ (1969-74), ვალერი ჟისკარ დ'ესტენი (1974-81), ფრანსუა მიტერანი (1981-95).
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი დომინიკ დე ვილპენი Dominique de Villepin (2005).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება ეროვნულ კრებისა (577 წევრი) და სენატისაგან (321 წევრი).
- პარტიები – სოციალისტური პარტია (ხელმ. ფ.ოლანდი), გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (ფ.სეგენი), დემოკრატიის კავშირი (ფ.ლეოტარი).
- სიმბოლოები: ჰიმნი - მარსელიეზა, მიღებულ იქნა 1792 წელს (ავტორი კ. რუჟე დე ლილი); დევიზი - "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (Liberté, Égalité, Fraternité); ეროვნული ემბლემა - შროშანი (Fleur-de-lis); დროშა - ტრიკოლორი სამი ვერტიკალური ზოლით (ლურჯი, თეთრი, წითელი).
ადმინისტრაციული დაყოფა
საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორია იყოფა 95 დეპარტამენტად (departament), რომლებიც 22 ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში არიან გაერთიანებული, მათ შორის კორსიკას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული. საფრანგეთის რეგიონებია: აკვიტანია, ბრეტანი, ბურგუნდია, ელზასი, ზემო ნორმანდია, კორსიკა, ლანგედოკი-რუსილონი, ლიმუზენი, ლორენი, ლუარის რეგიონი, ნორდ-პა-დე-კალე, ოვერნი, პარიზის რეგიონი, პიკარდია, პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირი, პუატუ-შარანტი, რონა-ალპები, სამხრეთი პირენეები, ფრანშ-კონტე, ქვემო ნორმანდია, შამპან-არდენი, ცენტრი.
დემოგრაფია
- მოსახლეობა - 60,2 მლნ (2003), მათ შორის 90,4% ფრანგები, 2,5% ელზასელები, 2,0% იტალიელები, 1,9% ბრეტონელები.
- ენები - ფრანგული (ოფიციალური ენა), პროვანსული, ბრეტონული, ელზასური, კორსიკული, კატალონიური, ბასკური, ფლამანდული.
- რელიგია - კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი (1 მლნ), ისლამი (4 მლნ).
- ქალაქები (ათ.) - პარიზი (2.110, აგლომ. - 11.330), ლიონი (444, აგლომ. - 1.671), მარსელი (820, აგლომ. - 1.538), ტულუზა (412, აგლომ. - 978), ნიცა (332, აგლომ. - 946), ნანტი (282, აგლომ. - 721), სტრასბურგი (272).
ეკონომიკა
საფრანგეთი მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით 1.542 მლრდ $) მას მსოფლიოში მე-4 ადგილი უკავია აშშ-ს, იაპონიის და გერმანიის შემდეგ.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 2, მრეწველობა 28, მომსახურება 69;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.300 $.
- ექსპორტი - ღვინო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მანქანათმშენებლობის ნაწარმო, ქიმიკატები. საფრანგეთი რჩება უდიდეს ტურისტულ სახელმწიფოდ.
- ბიუჯეტი - 286,000 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.
- უდიდესი კომპანიები – ალკატელი, ფრანს-ტელეკომი, კრისტიან დიორი, დანონი, მიშლენი, აქსა, რენო, სიტროენი, ერ-ფრანსი, პეჟო, შნაიდერი.
- უდიდესი ბანკები - კრედი აგრიკოლ, ბანკ ნასიონალ დე პარი, სოსიეტე ჟენერალი, კომპანი ფინანსიე პარიბა, კრედი ლიონე.
მემკვიდრეობა
მონ-სენ მიშელი და მისი ყურე, ვერსალის სასახლე და პარკი, ფონტენბლოს სასახლე და პარკი, ამიენის და შარტრის საკათედრო ტაძრები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ეიფელის კოშკი, სენის სანაპიროები, ავინიონის და ლიონის ისტორიული ცენტრები; ფორტიფიცირებული ქალაქი კარკასონი; ლუარის ველები; ფრანგული ეპოსი - სიმღერა როლანდზე (XI ს.).
ისტორია
მე-19 საუკუნის განმავლობაში საფრანგეთმა უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო აფრიკასა და აზიაში, მაგრამ საუკუნეთა მიჯნაზე გერმანიასთან წარმოებულმა ომებმა ძლიერ დაასუსტა მისი კოლონიური იმპერია. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში გენერალმა შარლ დე გოლმა შესძლო მეორე მსოფლიო ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენა. დღეს სწორედ საფრანგეთ-გერმანიის აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს ევროპაში ინტეგრაციული პროცესების წარმართვას.
საფრანგეთი | ევროპის ქვეყნები
Frankryk | Frankreich | Franzia | Francland | فرنسا | Francia | Францыя | Франция | Bro-C'hall | Francuska | França | Francia | Francie | Франци | Ffrainc | Frankrig | Frankreich | Γαλλία | France | Francio | Francia | Prantsusmaa | Frantzia | فرانسه | Ranska | Prantsusmaa | France | France | Frankryk | An Fhrainc | An Fhraing | Francia - France | ફ્રાઁસ | צרפת | फ़्राँस | Francuska | Frans | Franciaország | Ֆրանսիա | Francia | Perancis | Francia | Francia | Frakkland | Francia | フランス | fasygu'e | ಪ್ರಾಂಸ್ | 프랑스 | फ्रांस | Fransa | Pow Frynk | Francia | Fransia | Frankräich | Frankriek | Falansia | Prancūzija | Francija | Frantsa | Франција | Франц улс | फ्रांस | Perancis | France | Frankriek | Fraankriek | Frankrijk | Frankrike | Frankrike | France | França | Франц | Francja | فرانسه | França | Frantscha | Franchiya | Franţa | Франция | फ्रांस | Frantza | Francia | Fraunce | France | Francúzsko | Francija | Franca | Француска | France | Frankrike | பிரான்ஸ் | Fransa | ประเทศฝรั่งเศส | Pransya | Pranis | Fransa | فرانسىيە | Франція | فرانس | Pháp | פֿראַנקרײַך | 法国 | Hoat-kok | 法國