article

რუსეთი

რუსეთის დროშარუსეთის გერბი

''დევიზი: (არ აქვს)

სახელმწიფო ენა რუსული

დედაქალაქი მოსკოვი

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი

ფართობი
 - ხმელეთი
 - % წყალი სიდიდით 1-ლი
17,075,200 კვ.კმ
0,5% მოსახლეობა
- რაოდენობა
- სიმჭიდროვე სიდიდით მე-7
144,600,400
9/km² დამოუკიდებლობა
 - თარიღი სსრკ-დან
26 დეკემბერი 1991

ვალუტა რუბლი

დროის ზონა დზკ +2-დან +12-მდე

სახელმწიფო ჰიმნი რუსეთის ჰიმნი

ინტერნეტის დომენი .ru სატელეფონო კოდი 7

სახელწოდება


  • ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.
  • ეროვნული: Россия, Российская Федерация.
  • ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც ”მცხოვრებს” ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.

გეოგრაფია


ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კვ.კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები - აღმოსავლეთ-ევროპის ვაკე, დასავლეთ-ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ - ალტაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალია - იალბუზი, 5,633 მ. მთავარი მდინარეები - ამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბები - ბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგა, ონეგა.

სახელმწიფო


  • სახელმწიფო სისტემა - გარდამავალი.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (2000 წლიდან).
  • ''მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი მიხაილ ფრადკოვი (2004 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო'' - ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო - 178 წევრი და სახელმწიფო დუმა - 450 წევრი).
  • პოლიტიკური პარტიები - კომუნისტური პარტია (თავმ. გ.ზიუგანოვი), მოძრაობა "ნაშ დომ - როსია" (ვ.ჩერნომირდინი), ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (ვ.ჟირინოვსკი), გაერთიანება "იაბლოკო" (ვ.იავლინსკი).

ტერიტორიული მოწყობა


რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის - 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город – მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი).

2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა - 7 ფედერალური რეგიონი:

რუსეთის ეროვნული რესპუბლიკები

რესპუბლიკა ფართობი
(ათასი კმ²)
მოსახლ.
(ათასი)
დედაქალაქი
ადიღე 7,6 438 მაიკოპი
ალტაი 92,6 202 გორნო-ალტაისკი
ბაშკორთორსტანი 143,6 4.044 უფა
ბურიატია 351,3 1.003 ულან-უდე
დაღესტანი 50,3 2.094 მახაჩყალა
ინგუშეთი 3.8 488 მაგასი
ყაბარდო-ბალყარეთი 12,5 788 ნალჩიკი
ყალმუხეთი 76,1 308 ელისტა
ყარაჩაი-ჩერქეზეთი 14,1 429 ჩერკესკი
კარელია 172,4 736 პეტროზავოდსკი
კომი 415,9 1.163 სიკტივკარი
მარიი ელი 23,2 735 იოშკარ-ოლა
მორდოვეთი 26,2 888 სარანსკი
სახა (იაკუტია) 3.103,0 887 იაკუტსკი
ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია 8,0 689 ვლადიკავკაზი
თათარსტანი 68,0 3.683 ყაზანი
ტივა 170,5 306 კიზილი
უდმურტეთი 42,1 1.596 იჟევსკი
ხაკასეთი 61,9 568 აბაკანი
ჩეჩნეთი 8.6 490 გროზნო
ჩუვაშეთი 18,3 1.313 ჩებოქსარი

დემოგრაფია


ეკონომიკა


რუსეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე-ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია - ბუნებრივი გაზი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე-ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა - რუსული რუბლი (RUR).

უახლესი ისტორია


1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 90-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით თათარსტანთან და ჩეჩნეთთან. ამ უკანასკნელთან საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.

კულტურა


  • არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.
  • სხვა ღირშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.
  • სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი - თქმულება იგორზე (XII ს.).

რუსეთი

Rusland | Russland | Rusia | Russland | روسيا | Rusia | Расея | Русия | Rusija | Rússia | Rusko | Ruskô | Раççей Патшалăхě | Ffederasiwn Rwsia | Rusland | Russland | Ρωσία | Russia | Rusio | Rusia | Venemaa | روسیه | Venäjä | Russie | Ruslân | An Rúis | An Ruis | Rusia - Россия | רוסיה | रुस | Rusija | Risi | Oroszország | Ռուսաստան | Rusia | Rusia | Rússland | Russia | ᐅᓛᓴ | ロシア | Ресей | 러시아 | रूस | Rûsya | Russia | Russland | Rösland | Rusija | Krievija | Русија | Русия | Russia | Russia | Russland | Rusland | Russland | Russland | Уæрæсе | Rosja | Rússia | Rusia | Rusii | Россия | Russia | Ruošša | Rusija | Russia | Rusko | Rusija | Rusia | Русија | Rusia | Ryssland | ரஷ்யா | రష్యా | สหพันธรัฐรัสเซีย | Russia | Rusya | Räsäy Föderasísı | Росія | روس | Rosiya | Nga | Rûsseye | רוסלאַנד | 俄罗斯 | Lō·-se-a

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "რუსეთი".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld