article

2006 წლის მოვლენები:


იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

საქართველო


ივნისი

  • 7 ივნისი : თბილისში გამოცხადდა განათლებაზე მიზნობრივი, არასაბანკო მოკლე და გრძელვადიანი დაკრედიტების, 2006/2007 სასწავლო წლის ჯგუფებში აბიტურიენტთა და სტუდენტთა მიღების ვადები. სარეგისტრაციო ხაზი (თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში) იმუშავებს 2006 წ. 7 ივლისის 16:00 საათამდე. განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირის პროგრამა გააწევრიანებს 1’200 აბიტურიენტსა და სტუდენტს. ამ ჯგუფს მიეცემა საშუალება ისარგებლონ არასაბანკო კრედიტით სწავლის საფასურის დასაფარად (მიუხედავად უნივერსიტეტისა, სკოლისა, რეგიონისა), ასევე ევროპის უნივერსიტეტებში მოკლევადიანი სასწავლო კურსებისთვის. გათვალისწინებულია ამ ჯგუფის სტუდენტთა შეთავსებითი (განათლების პროფილის მიხ.) დასაქმება. დამატებითი ინფორმაცია ხელმიოსაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე ან რუსულ ენაზე [http://www.regnum.ru/news/653314.html, საინფორმაციო სააგენტო REGNUM.

მაისი

  • 5 მაისი : რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მასიური ფალსიფიცირების მიზეზით ქვეყანაში "ბორჯომის" იმპორტი აკრძალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელის განაცხადებით, რუსეთის აკრძალვა "პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა" საქართველოს მიერ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს დადების საპასუხოდ.

მარტი

  • 31 მარტი : ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის სამხედრო ბაზების და სხვა სამხედრო ობიექტების საქართველოდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე გაყვანის შესახებ. შეთანხემბის სრული ტექსტი იხ. აქ *.

  • 27 მარტი : რუსეთმა საქართველოდან ღვინისა და ღვინო მასალების იმპორტი აკრძალა უხარისხობის ბრალდებით. მოგვიანებით ამ სიას კონიაკი და შუშხუნა ღვინოები მიემატა. თავდაპირველად, გასული წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოდან მცენარეული პროდუქციის იმპორტიც აკრძალა.

თებერვალი

  • 24 თებერვალი: საქართველოში ამოქმედდა არასაბანკო სესხებით განათლების მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებზე გაიცემა არასაბანკო სესხები სწავლის საფასურის დასაფარდ (პირდაპირი დაფარვა). მათ ასევე შეეთავაზებათ შეთავსებით დასაქმების პროგრამები.

იანვარი

  • 9 იანვარი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა 8 იანვარს განაცხადა, რომ ზესტაფონის რაიონში ათობით შინაური ფრინველის დახოცვის მიზეზი ქათმის ჭირი აღმოჩნდა.

"ლაბორატორიულმა ანალიზმა ფრინველის გრიპი არ დაადასტურა. გარწმუნებთ, რომ ამჟამად საქართველოში ფრინველის გრიპის საფრთხე არ არსებობს“, - განუცხადა სვიმონიშვილმა ტელეკომპანია "იმედს".

  • 6 იანვარი: საქართველოში ქათმის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

უცხოეთი


გარდაიცვალნენ


ვიკიპედიის სიახლენი


2005 წლის მოვლენები:

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

საქართველო


  • 19 დეკემბერი: საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მეორე ვაჟი შეეძინა.
პრეზიდენტის განცხადებით, მშობლებმა ბავშვს ნიკოლოზი დაარქვეს. საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ნეშტი პარიზიდან 75 წლის შემდეგ ჩამოასვენეს სამშობლოში. 20–21 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ეროვნული გმირის პანაშვიდი გაიმართა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1922-1924 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი იყო და იგი საფრანგეთში დევნილობაში გარდაიცვალა.

  • 20 ოქტომბერი - ყოფილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვა შეძლო, სადაც საზოგადოებას საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება ამცნო.

  • 1 სექტემბერი - ძალაში შევიდა მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამეწარმეო სუბიექტების სახელმწიფო რეგისტრაციას განახორციელებს საგადასახადო ინსპექცია.
  • 1 სექტემბერი - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები და აღსაზრდელები აპროტესტებენ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას შენობის ქორეოგრაფიული სასწავლებლისთვის გადაცემის თაობაზე.

უცხოეთი


  • 1 სექტემბერი - ბესლანი, რუსეთი. შესრულდა ბესლანის ტრაგედიის წლისთავი. ტერორისტულმა აქტმა 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათში 150–ზე მეტი ბავშვი იყო.

გარდაიცვალნენ


ვიკიპედიის სიახლენი


  • 1 სექტემბერი - ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რიცხვმა 2700-ს მიაღწია.

Текущисъбития | Viquipèdia:Actualitat | Aktuality | Aktuelle begivenheder | Aktuelle_Ereignisse | current events | Actualidad | Aktualaĵoj | وقایع کنونی | Actualités | Novas | 요즘 화제 | Attualità | אקטואליה | Bûyerên rojane | Novissima | Aktualitéit | In het nieuws | Wikipedia:Arsip Berita Utama | Aktualaji | 最近の出来事 | Bieżące wydarzenia | Eventos atuais | Actualităţi | Текущие события | World news | Trenutni dogodki | Тренутни догађаји | Ajankohtaista | Aktuella händelser | Thời sự | Güncel olaylar | Архів Новин | حالات حاضرہ | Current events | 新闻动态 | Sin-bûn sū-kiāⁿ

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "ახალი ამბები".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld