article

მეცნიერება არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლის ფუნქციაა გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია. ამ პროცესში გამოიყენება გარკვეული სამეცნიერო მეთოდი, რომლის ობიექტია ბუნება, საზოგადოება, აბსტრაქტული ან სხვა ურთიერთობები. იგი ამავე დროს არის საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს საქმიანობას ახალი ცოდნის შეძენის, ბუნების კანონების დადგენის, აგრეთვე მათი შედეგების გააზრების მიმართულებით, რაც სამყაროს მეცნიერული სურათის საფუძველია.

მეცნიერებათა კლასიფიკაცია


მეცნიერებათა კლასიფიკაციას მიეძღვნა უამრავი გამოკვლევა და ნაშრომი, მაგრამ ამ თემაზე რაიმე საერთო თვალთახედვა არ არსებობს. კლასიფიკაციის კრიტერიუმის შესაბამისად, შესაძლებელია ესა თუ ის მეცნიერება განხილულ იქნეს როგორც ცოდნის განცალკევებული სფერო ან როგორც სხვა მეცნიერების დარგი, შტო. უკანასკნელ ათწლეულებში მრავალი ახალი დარგი ჩამოყალიბდა მეცნიერებათა მიჯნაზე, როგორებიცაა მაგალითად: მათემატიკური ლინგვისტიკა, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბიოქიმია, გეოფიზიკა და ა.შ., რომელთა ადგილის განსაზღვრა მეცნიერებათა სისტემაში არ არის ერთმნიშვნელოვანი პრობლემა.

ყველაზე ხშირად მეცნიერებათა სისტემას შემდეგ ჯგუფებად ჰყოფენ:

  1. ფორმალური მეცნიერებები
  2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  3. საზოგადოებრივი მეცნიერებები
  4. კულტურული მეცნიერებები
  5. გამოყენებითი მეცნიერებები
  6. მეცნიერებათაშორისი დისციპლინები

მეცნიერების ისტორია


მეცნიერება ანტიკურ ხანაში წარმოიშვა საზოგადოების პრაქტიკული მოთხოვნილებების გამო, მაგრამ ჩამოყალიბდა მე–16-17 საუკუნეებში. ამ დროიდან სამეცნიერო საქმიანობის (აღმოჩენების, სამეცნიერო ინფორმაციის, მეცნიერთა რიცხოვნობის) მოცულობა ყოველ 10-15 წეში ორმაგდებოდა. მეცნიერების განვითარების პროცესში ერთმანეთს ენაცვლებოდა ექსტენსიური და რევოლუციური პერიოდები. სამეცნიერო–ტექნიკური რევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა „მეცნიერება – ტექნიკა – წარმოება“, რომელშიც წაიყვანი როლი მეცნიერებას ეკუთვნის. ისტორიული განვითარების პროცესში მეცნიერება მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუტი გახდა და დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოების ყველა სფეროზე. მეცნიერება მჭიდროდაა დაკავშირებული ფილოსოფიასთან, იდეოლოგიასთან და პოლიტიკასთან, რაც განსაზღვრავს მის საზოგადოებრივ როლს.

მეცნიერებათა სახელწოდებები


სამეცნიერო დისციპლინათა სახელდებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ბერძნული წარმოშობისაა. ამ ტერმინების ფორმანტებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება –ია, –იკა, აგრეთვე:

  • -გრაფია – "grapho" - ვწერ, აღვწერ;
  • -იატრია – "iatreou" - ვმკურნალობ;
  • -ლოგია – "logos" - სწავლება, მეცნიერება;
  • -მეტრია – "metreo" - ვზომავ;
  • -ნომია – "nomos" - კანონი;
  • -პედია – "paideia" - აღზრდა;
  • -სკოპია – "skopeo" - ვუყურებ;

სამეცნიერო დაწესებულებები


სამეცნიერო დაწესებულება არის მეცნიერთა და სხვა პირთა გაერთიანება, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს აწარმოებენ. ისინი უძველეს ხანაში წარმოიშვა, ხოლო მე–15-16 საუკუნეებიდან მეცნიერთა პროფესიული გაერთიანების სახე მიიღო (ხშირად მათ აკადემიებს უწოდებდნენ). მე–17 საუკუნეში გამოჩნდა სპეციალიზებული სამეცნიერო დაწესებულებები: გეოგრაფთა, მედიკოსთა და სხვა.

იხილეთ აგრეთვე


მეცნიერება

Zenzia | علم | Ciencia | Навука | Наука | বিজ্ঞান | Siañs | Nauka | Ciència | Věda | Ùczba | Ăслăлăх | Videnskab | Wissenschaft | Επιστήμη | Science | Scienco | Ciencia | Teadus | Zientzia | Tiede | Science | Saidheans | Ciencia | વિજ્ઞાન | מדע | विज्ञान | Znanost | Syans | Tudomány | Scientia | Ilmu | Cienco | Vísindi | Scienza | 科学 | ವಿಜ್ಞಾನ | 과학 | Zanist | Godhonieth | Scientia | Weitesjap | Mokslas | Наука | Sains | Tlapōhuayōtl | Wetenschop | Wetenschap | Vitskap | Vitenskap | Nauka | Ciência | Ştiinţă | Наука | Nauka | Science | Veda | Znanost | Наука | Élmu | Vetenskap | Sayansi | அறிவியல் | วิทยาศาสตร์ | Agham | Bilim | Наука | Khoa học | Syince | 科学 | Kho-ha̍k

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "მეცნიერება".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld