article

ტერმინის ზუსტი განსაზღვრა არ არსებობს. იგი მომდინარეობს ლათინური სიტყვებისაგან: ‘litteratus’ (ნასწავლი, განსწავლული) ან ‘littera’ (ანბანის ასო). და მაინც, ლიტერატურა წარმოადგენს სულიერ ნაწარმოებთა ერთობლიობას, რომელიც შეეხება კონკრეტული ეპოქის, კულტურის ან ერის ცხოვრებას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა მოთხრობების და ლექსების ჩაწერა. პირველი ნაწარმოებები მითოლოგიური ან რელიგიური შინაარსისა იყო. როდესაც დაიწყეს ლიტერატურის ბეჭდვა, მან შეიძინა უფრო კერძო ხასიათი და იგი გახდა ადამიანური ურთიერთობების და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.

ლიტერატურის სახეები


განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.

პროზაულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

მითილეგენდაზღაპარირომანინოველაესეიდრამაპუბლიცისტური ნარკვევიეპისტოლემემუარები

პოეტურ ნაწარმოებებს მიეკუთვნება:

ლექსიიგავიპოემაეპოპეაეპოსი

ლიტერატურულ ნაწარმოებთა განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს მოკლე გამოთქმები, რომლებიც გამოხატავენ ადამიანთა ნააზრევს ცხოვრების სხვადასხვა ღირებულებების შესახებ:

აფორიზმიანდაზასენტენცია - მაქსიმადევიზი

ლიტერატურათმცოდნეობა, რომელიც შეისწავლის ლიტერატურის ისტორიას და ფორმებს, იცნობს მისი განვითარების სტილებს და პერიოდებს:

რენესანსიკლასიციზმიბაროკორომანტიზმიმოდერნიზმი

ლიტერატურა შინაარსის მიხედვით


განსაზღვრების თანახმად, ლიტერატურულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება როგორც „ვეფხისტყაოსანი“ და „დავითიანი“, ასევე ბიბლია, ქართლის ცხოვრება და საქართველოს კონსტიტუცია. უფრო ხშირად ტერმინი ‘ლიტერატურა’ ესმით როგორც ბელეტრისტიკა ანუ სიტყვაკაზმული მწერლობის (მოთხრობები, რომანები) ნაწარმოებთა ერთობლიობა.

ლიტერატურული ნაწარმოებები შინაარსის მიხედვით შეიძლება იყოს:

  • ჰაგიოგრაფიული, წმინდანთა ცხოვრების ამსახველი, მაგ. „შუშანიკის წამება“;
  • ისტორიული, მაგ. კ.გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“, თუკიდიდეს “პელორონესის ომი”, ე.გიბონის “რომის იმპერიის რეგრესი და დაცემა;
  • ბიოგრაფიული, მაგ. პლუტარქეს „კეთილშობილ ბერძენთა და რომაელთა ცხოვრება“;
  • ფილოსოფიური, მაგ. პლატონის „დიალოგები“;
  • სამეცნიერო, მაგ. ჩ.დარვინის “სახეობათა წარმოშობა”, ჟ.–ა. პუანკარეს “მეცნიერება და ჰიპოთეზა”, ზ.ფროიდის ნაწარმოებები;
  • პოლიტიკური, მაგ. ნ.მაკიაველის “პრინცი” , ციცერონის, თ.ჯეფერსონის, უ.ჩერჩილის და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტერატურული ჟანრები


სხვადასხვა


ლიტერატურული ფიგურები:

ეროვნული ლიტერატურები:

ქართული რესურსები ინტერნეტში


ლიტერატურა

Literatuur | Littérature | Литература | Književnost | Literatura | Literatura | Llên | Litteratur | Literatur | Literature | Literaturo Literatura | Kirjandus | ادبیات | Kirjallisuus | Littérature | Literatuer | Literatura | ٌôّهْ | साहित्य | Književnost | Irodalom | Litteratura | Sastra | Letteratura | 文学 | Sastra | 문학 | Litterae | Literatur | സാഹിത്യം | Literatuur | Litteratur | Litteratur | Literatura | Literatura | Literatura | Literatură | Литература | Literature | Literatúra | Književnost | Litteratur | Fasihi | Edebiyat | Література | 文学 | 文學

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "ლიტერატურა".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld