article

Coubertin.jpg კუბერტენი, პიერ დე (* 1 იანვარი. 1863, პარიზი ― † 2 სექტემბერი. 1937, ჟენევა), ფრანგი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ისტორიკოსი, ლიტერატორი, ანტიკური ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო სპორტული შეჯიბრების სახით აღორძინების ინიციატორი.

განათლება მიიღო სენ-სირის სამხედრო სკოლაში, იურიდიულ კოლეჯსა და პარიზის პოლიტიკურ მეცნ. სკოლაში. მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნა ეროვნული განათლების რეფორმის შემუშავებას, ფიზიკური აღზრდის პრობლემას, საერთაშორისო სპორტული მოძრაობის განვითარებას და სხვ.

1894 პარიზში მისი თაოსნობით შედგა საერთაშორისო სპორტული კონგრესი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ოლიმპიური თამაშების აღორძინების შესახებ. 1894-96 კუბერტენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო, 1896-1925 ― პრეზიდენტი, ხოლო 1925-იდან ― საპატიო პრეზიდენტი. კუბერტენმა შეიმუშავა ოლიმპიური თამაშების ჩატარების ძირითადი წესები, დაწერა სპორტსმენ-ოლიმპიელების ფიცის ტექსტი. კუბერტენს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი სპორტსა და ფიზაღზრდაზე. 1912 V ოლიმპიადის თამაშებისადმი მიძღვნილ ხელოვნებათა კონკურსზე წარადგინეს კუბერტენის (ფსევდონიმით) "ოდა სპორტს", რომელმაც ოქროს მედალი დაიმსახურა.

დაკრძალულია ლოზანაში, ხოლო მისი გული ― მისივე სურვილისამებრ ― ანტიკური ოლიმპიური თამაშების დედაქალაქ ოლიმპიაში.

ფრანგები | დაბადებული 1863 | გარდაცვლილი 1937

بيير دي كوبرتان | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Πιέρ ντε Κουμπερτέν | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | פייר דה קוברטן | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | ピエール・ド・クーベルタン | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Кубертен, Пьер де | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Pierre de Coubertin | Кубертен П'єр де | 皮埃尔·德·顾拜旦

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "კუბერტენი, პიერ დე".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld