RobertKoch.jpg კოხი, რობერტ ( * 11 დეკემბერი, 1843, კლაუსთალი ― † 27 მაისი, 1910, ბადენ-ბადენი), გერმანელი მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1866 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. 1871-1880 სანიტარულ ექიმად მუშაობდა ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი), სადაც შექმნა საოჯახო ლაბორატორია და ჩაატარა თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები. 1885-1891 იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი, 1891-1904 - ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა).
კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882), მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტებერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვ. 1905 კოხს ნობელის პრემია მიენიჭა.
გერმანელები | ნობელის პრემია მედიცინის დარგში | დაბადებული 1843 | გარდაცვლილი 1910
Robert Koch | روبرت كوخ | Робърт Кох | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | רוברט קוך | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | ロベルト・コッホ | 로베르트 코흐 | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch | Кох, Роберт | Robert Koch | Robert Koch | Роберт Кох | Robert Koch | Robert Koch | Robert Koch
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"კოხი, რობერტ".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world