კიოტოს უნივერსიტეტი (იაპ.: 京都大学, Kyōto Daigaku; აბრევ. 京大, Kyōdai) კიოტოში, იაპონია, სიძველით მეორე უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, დაახ. 22.000 სტუდენტით წელიწადში. უნივერსიტეტს ისტორიულად უძლიერესი კრეატიული კვლევის გუნდი ჰყავს. აქ მდებარეობს ასევე კიოტოს სკოლის ფილოსოფოსთა ჯგუფი.
კიოტოს იმპერიული უნივერსიტეტი (京都帝国大学, Kyōto Teikoku Daigaku) იმპერიულ უნივერსიტეტთა სისტემაში 1897 წელს დაფუძნდა მესამე უმაღლესი სკოლის შენობებში. თავად უმაღლესი სკოლა ქუჩის მოპირადაპირე მხარეს გადავიდა იოშიდას სამხრეთ კამპუსზე. უნივერსიტეტის დაფუძნების წელსვე შეიქმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კოლეჯი. იურისპრუდენციისა და სამართლის და ასევე სამედიცინო კოლეჯები 1899 წელს ჩამოყალიბდა, წერილთა კოლეჯი 1906-ს, რითაც უნივერსიტეტის საქმიანობა ნატურალურ მეცნიერებათა სფეროს გასცდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კიოტოს უნივერსიტეტი დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა, შეუერთდა რა იმპერიულ უნივერსიტეტსა და მესამე უმაღლეს სკოლას, რომელშიც ასევე შედიოდა ლიბერალურ ხელოვნებათა ფაკულტეტი (教養部, Kyōyōbu). ეს ფაკულტეტი 1992 წელს ჰუმანიტარულ საგანთა ინტეგრირებულ ფაკულტეტს (総合人間学部, Sōgō Ningen Gakubu) შეუერთდა.
2004 წლიდან კიოტოს უნივერსიტეტი ეროვნულ უნივერსიტეტთა კორპორაციის წევრია ახალი კანონით, რომელიც ყველა ეროვნულ უნივერსიტეტს არეგულირებს.
კორპორაციაში გაერთიანების მიუხედავად (რაც მას გაზრდილ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ავტონომიას აძლევს), კიოტოს უნივერსიტეტი კვლავაც იაპონიის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია ნაწილობრივ.
უნივერსიტეტის ამჟამინდელი პრეზიდენტია კაძუო ოიკე.
იაპონიის უმაღლესი სასწავლებლები | კიოტო | კანსაის დიდი ექვსეული
Universität Kyōto | Kyoto University | Université de Kyōto | 京都大学 | 교토 대학교 | Kyotos universitet | มหาวิทยาลัยเกียวโต | 京都大学
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"კიოტოს უნივერსიტეტი".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world