article

Harem12.jpg rose_garden.JPG topkapi meydan.JPG თოფქაფის სასახლე (თურქ. Topkapı Sarayı – „სათოფე სასახლე“ ახოლმდებარე კარიბჭის სახელით), მდებარეობს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი), და ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი იყო 14651853 წლებში. თოფქაფის სასახლის მშენებლობა უბრძანა სულთანმა მეჰმედ II-მ 1459 წელს. დასრულებულ იქნა 1465 წელს. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, წარმტაცი ხედით ბოსფორზე. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება.

პირველი მოედანი (Alay Meydanı) მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს ბაბ-ი-ჰიუმაიუნ (Bab-ı Hümayun - იმპერიული კარიბჭე) ჰქვია. თოფქაფის სასახლის გარდა პირველ მოედანზე ასევე საიმპერიო ზარაფხანა მდებარეობს (1727), ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე), ურიცხვ შადრევანთან, პავილიონთან და პარკთან (მათ შორის გულჰანის ბაღჩა, ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი) ერთად.

სალამის დიდ კარიბჭეს (Babüsselam) მთავარი სასახლისკენ და მეორე მოედნისკენ (Divan Meydanı) მივყავართ. ეს მოედანი პარკია შემორტყმული სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, მცველთა საგომით, საჯინიბოთი, საიმპერატორი ჰარამხანითა და სავეზიროთი ჩრდილოეთით, ხოლო სამზარეულოებით კი სამხრეთით.

ამაოებათა კარიბჭეს შევყავართ მესამე მოედანზე, რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს - წარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები (Has Oda), რომელშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა ცენტრში.

მეოთხე მოედანი სულთანის პირადი ბაღი იყო და შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან.

თოფქაფის სასახლეში ასევე არის მართლმსაჯულების კოშკი, წმინდა მანტიის პავილიონი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედის წმინდა ნივთებია და პირველი კალიფსი, სატახტო ოთახი (Arz Odası) ჰარემში, რომელსაც სულთანი იყენებდა უცხო სტუმრებისა და ელჩების მისაღებად, ასევე მურად IV-ის აშენებული ბაღდადის პავილიონი მეოთხე მოედანზე.

1853 წელს სულთან აბდულმეჩითმა გადაწყვიტა თავისი რეზიდენცია ახლად აშენებულ და თანამედროვე დომაბაჰჩის სასახლეში გადაეტანა. ამჟამად თოფქაფი გადაკეთებულია იმპერიული ერის მუზეუმად და სტამბულის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში თავის დროს მსოფლიოს უძლიერესი მმართველები ცხოვრობდნენ სხვა სამეფო სასახლეებისგან (შონბრუნის სასახლე და ექსტრავაგანტული ვერსალი) განსხვავებით ის გამოირჩევა ჰუმანური პროპორციებით, სადა ინტერიერითა და მიზნობრივი განლაგებით.

იხილეთ ასევე


მუზეუმები | სასახლეები

Topkapi saraj | Palau de Topkapi | Topkapı Sarayı | Topkapi Palace | Palacio de Topkapi | Palais de Topkapı | ארמון טופקאפי | Topkapi (Istanbul) | トプカプ宮殿 | Topkapi Paleis | Palatul Topkapî | Topkapipalatset | Topkapı Sarayı

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "თოფქაფის სასახლე (სტამბოლი)".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld