| ეს სტატია 1930-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისს ეხება, ტერმინის სხვა მნიშვნელობისთვის იხ. ინგლისურად en:the Great Depression. |
დიდი დეპრესია იყო მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929-დან დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც ერთობლივი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე პრაქტიკულად ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა უკვე 1933 წელს, თუმცა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წლის დონემზე აყვანა.
სახელწოდება "დიდი დეპრესია" ამ მოვლენისთვის დარქმეულ იქნა იმ მიზეზის გამო, რომ ეს იყო ინდუსტრიული მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბული ვარდნა ინდუსტრულ წარმოებასა და პროდუქტიოულობაში, და რომ მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო მთელ ინდუსტრიულ მსოფლიოსა და მათ სავაჭრო პარტნიორებისთვის განვითარებად ქვეყნებში.
ტერმინი დიდი დეპრესია მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად "დეპრესიას" უწოდებენ, და პოლიტიკურ გამოძახილს ამ ეკონომიკური მოვლენებისადმი.
ეკონომისტები, ისტორიკოსები და პოლიტიკური მეცნიერები დიდი დეპრესიის მიზეზეთა მრავალ თეორიას ასახელებენ. ეს ეკონომიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მეტად შესწავლილ მოვლენად რჩება დღემდე. საერთო მოსაზრებით დიდი დეპრესიის მიზეზი ძირითადად მთავრობის მიერ მონეტარული პოლიტიკის არასწორი მართვა გახდა.
ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიები ყურადღებას ამახვილებენ წარმოებას, მოხმარებასა და კრედიტს შორის ურთიერთობაზე მაკროეკონომიკის განხრით, და პერსონალურ ინცენტივებსა და მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე მიკროეკონომიკის განხრით. ეს თეორიები ცდილობენ დააწყონ მოვლენათა ქრონოლოგია ისე, რომ გაირკვეს რამ გამოიწვია ინდუსტრიული სამყაროს მონეტარული სისტემისა და მისი სავაჭრო ურთიერთობების კოლაფსი. მარქსისტული ეკონომიკის თეორიათა ფოკუსი არის ურთიერთობა წარმოების კონტროლსა და სიმდიდრის კონცენტრაციას შორის. მარქსისტებისთვის დიდი დეპრესია გარდუვალია კაპიტალიზმისთვის და ეს მოვლენა საკვირველი არ უნდა იყოს.
ბოლო დროს, ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ სააქციო ბაზრის კრახი 1929 წელს არ ყოფილა დიდი დეპრესიის პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი ითამაშა და მოვლენების დრამატულ განვითარებამდე მიგვიყვანა. იმდროინდელი ეკონომიკური მონაცემების სტატისტიკის შესწავლით ნათელი ხდება დეპრესიის უფრო ღრმა მიზეზები, რომელსაც ასევე თან სდევდა ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა. დღეისთვის, ყველაზე მიღებულია პეტრე ტემინის თეორია: დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო.
الكساد الكبير | Световна икономическа криза | Gran depressió | Weltwirtschaftskrise | Great Depression | Granda depresio | Gran depresión | Suur depressioon | Suuri lama | Grande dépression | השפל הגדול | Velika depresija | Depresi Hebat | Grande depressione | 世界恐慌 | 대공황 | Grote Depressie | Den store depresjonen | Wielki kryzys | Grande Depressão | Great Depression | Den stora depressionen | 大萧条
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"დიდი დეპრესია".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world