article

Dardanelles map2.png დარდანელი (თურქ.: Çanakkale Boğazı, ბერძ.: Δαρδανελλια), ადრე ცნობილი როგორც ჰელესპონტი, არის ვიწრო სრუტე ჩრდილოდასავლეთ თურქეთში, რომელიც ეგეოსის ზღვას მარმარილოს ზღვასთან აერთებს. მისი კოორინატებია 40°13′N 26°26′E. სრუტე სიგრძით 61 კმ-ია და მხოლოდ 1,2 - 6 კმ მერყეობს სიგანეში, საშუალო სიღრმით 55 მ, ხოლო მაქსიმალური სიღრმით 82 მ. წყალი სრუტის გასწვრივ ორივე მიმართულებით მიედინება მარმარილოს ზღვიდან ეგეოსისკენ ზედაპირის დინებით, საპირისპიროდ კი ქვემო დინებით.

ბოსფორის სრუტის მსგავსად ის ევროპას (გალიპოლის ნახევარკუნძულთან) აზიისგან ჰყოფს. სრუტე საერთაშორისო წყლებს ეკუთვნის და ბოსფორთან ერთად შავ ზღვას ხმელთაშუასთან აკავშირებს.

სრუტესთან მდებარე მთავარი ქალაქია ჯანაკალე (თურქ. ჯანას ციხე). სიტყვა დარდანელი მომდინარეობს დარდანუსისგან, რომელიც ძველი ბერძნული ქალაქი იყო სრუტის აზიურ ნაპირზე.

სრუტეები | ატლანტის ოკეანის აუზი

الدردنيل | Дарданели | Dardaneli | Dardanels | Dardanellerne | Dardanellen | Δαρδανέλια | Dardanelles | Dardaneloj | Dardanelos | Dardanellid | Dardanellit | Dardanelles | Dardanelos | דרדנלים | Dardaneli | Dardanelli | ダーダネルス海峡 | 다르다넬스 해협 | Dardanellen | Dardanelai | Dardanellen | Dardanellene | Dardanele | Dardanelos | Dardanele | Дарданеллы | Dardanely | Dardanele | Дарданели | Dardanellerna | Çanakkale Boğazı | Дарданели | 達達尼爾海峽

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "დარდანელის სრუტე".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld