article

Gutenberg.jpg გუტენბერგი, იოჰან ( * 1394-99 შორის (ან 1406), მაინცი ― † 3 თებერვალი. 1468,იქვე ), გერმანელი გამომგონებელი, ევროპის პირველი მესტამბე. გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა (პირველი სტანდარტული დეტალები ევროპული ტექნიკის ისტორიაში). შექმნა შრიფტის ჩამოსასხმელი და საბეჭდი დაზგები. შეიმუშავა შრიფტისათვის ლითონის შედგენილობიოსა და საბეჭდი საღებავის რეცეპტურა. ეწეოდა ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას ბეჭდვის ტექნოლოგიის დარგში. 1438 სტრასბურგში შექმნა ამხანაგობა, რომლის მიზანი იყო წიგნის ბეჭდვის ორგანიზაცია. სტრასბურგის საბუთების მიხედვით, გუტენბერგის პირველი წიგნი 1440 გამოუცია, რაც ნაბეჭდი პროდუქციით არ დასტურდება. მისი პირველი ნაბეჭდი პროდუქცია "ფრაგმენტი განკითხვის დღეისა" (1445). შემდეგ გამოუცია ელიუს დონატუსის (IV ს.) ლათინური ენის გრამატიკა, თურქული კალენდარი (1454); კათოლიკური ეპარქიის ეკლესიათა სია, რამდენიმე ინდულგენცია (1456) და სხვ. მასვე მიაწერენ იოანე ბალბას (XIII ს.) ლათინური განმარტებითი ლექსიკონის (1460), 42-სტრიქონიანი ბიბლიისა (რომელიც პოლიგრაფიულ-მხატვრული შესრულების მხრივ XV საუკუნის 50-იანი წლების შედევრია) და სხვა გამოცემებს.

გერმანელები | გარდაცვლილი 1468

يوهان جوتنبرج | Johannes Gutenberg | Йохан Гутенберг | Johann Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johann Gutenberg | Johannes Gutenberg | Johann Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | יוהן גוטנברג | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johann Gutenberg | Johann Gutenberg | ヨハネス・グーテンベルク | Johann Gutenberg | Iohannes Gutenberg | Johanas Gutenbergas | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johann Gutenberg | Johann Gutenberg | Johannes Gutenberg | Johannes Gutenberg | Johann Gutenberg | Гутенберг, Иоганн | Johann Gutenberg | Johannes Gutenberg | Johann Gutenberg | Johann Gutenberg | Johannes Gutenberg | Јохан Гутенберг | Johannes Gutenberg | โยฮัน กูเตนแบร์ก | Johannes Gutenberg | Ґутенберґ Йоганн | Johannes Gutenberg | 约翰内斯·古腾堡

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "გუტენბერგი, იოჰან".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld