გერმანია
|
|
| გერმანიის დროშა | გერმანიის გერბი
|
''დევიზი: ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება (Einigkeit und Recht und Freiheit)
|
| სახელმწიფო ენა | გერმანული
|
| დედაქალაქი | ბერლინი
|
| პრეზიდენტი | ჰორსტ კიოლერი
|
| კანცლერი | ანგელა მერკელი
|
ფართობი - ხმელეთი - 2,4% ზღვა
| სიდიდით 61-ე 349,223 კვ.კმ --
|
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე
| სიდიდით 14-ე 82,531,700 242 / კვ.კმ
|
| ვალუტა | ევრო (EUR)
|
| დროის ზონა | დზკ +1 (ზდ +2)
|
| სახელმწიფო ჰიმნი | Das Lied der Deutschen
|
| ინტერნეტის დომენი | .de
|
| სატელეფონო კოდი | 49
|
სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად - Bundesrepublik Deutschland.
- ეტიმოლოგია - ლათინურად - Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე “მეზობელს” ან “ძმას” უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს - Diutisce-ს. ფრანგულად - Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე -Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
- ქვეყნის კოდი - DE.
გეოგრაფია
მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდი.
- ფართობი - 357.021 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო - 892 კმ; სახმელეთო - 3,767 კმ.
- ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ჩრდ. გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები. მთიანი სისტემები - ბავარიის ალპები, ჰარცი, ერცგებირგე, ტაუნუსი. უმაღ. მწვერვალები (მ) - ცუგშპიცე 2.962, ჰოხვანერი 2.746; მთ. მდინარეები (კმ) - რაინი 865 (სულ 1.320), ელბა 700 (სულ 1.165), დუნაი 647 (სულ 2.858), მაინი 524; მთ. ტბები (კვ.კმ) - ბოდენზეე 305 (სულ 571), მიურიცი110, ხემზეე 80; მთ. კუნძულები (კვ.კმ) - რიუგენი 930, უზედომი 373 (სულ 445), ფემარნი 185; კლიმატი - ატლანტიკური.
- ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
სახელმწიფო
- სიმბოლოები – ჰიმნი: Das Lied der Deutschen.
- პოლიტიკური სისტემა - ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - ფედერალური პრეზიდენტი.
- მთავრობის მეთაური - ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი.
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება ბუნდესტაგისა (520 წევრი) და ბუნდესრატისაგან (45 წევრი).
- პარტიები - სოციალ-დემოკრატიული პარტია (თავმ. ო.ლაფონტენი, 774 ათასი წევრი), ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (ვ.შოიბლე, 636 ათასი წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა
გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მიწად (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი - დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მიწებია (ფრჩხილებში დედაქალაქები):
დემოგრაფია
- მოსახლეობა - 82,4 მლნ (2003), მათ შორის 91,5% გერმანელები, 2,4% თურქები. ქვეყანაში 5 მილიონი უცხოელი მუშაა, მათგან 1,6 მილიონი თურქია, დანარჩენი - იუგოსლავები, იტალიელები, ბერძნები.
- ენა - გერმანული.
- რელიგია (2004:) - კათოლიციზმი (31,7%), პროტესტანტიზმი (31,3%).
- დიდი ქალაქები (ათასი მცხ.): ბერლინი (3.274), ჰამბურგი (1.686), მიუნხენი (1.185), კიოლნი (965), ესენი (589), მაინის ფრანკფურტი (648), დორტმუნდი (588), შტუტგარტი (591), დიუსელდორფი (570), ბრემენი (528), ჰანოვერი (516), დუისბურგი (513), ნიურნბერგი (486), ლაიფციგი (486), დრეზდენი (473).
ეკონომიკა
გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (2.321 მლრდ $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 32, მომსახურება - 67;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 28.280 $.
- ექსპორტი - ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასა.
- ბიუჯეტი - 802,000 მლნ $.
- ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
- უდიდესი კომპანიები - დაიმლერ-მერსედეს ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, ბმვ, პორშე, ოპელი, სიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა,
- უდიდესი ბანკები - დოიჩე ბანკი, კომერც-ბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.
ისტორია
1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან - შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.
მემკვიდრეობა
- ბერლინი - პრუსიის კულტურული საგანძურის მუზეუმი, პერგამონის და ბოდეს მუზეუმები, შარლოტენბურგის სასახლე, სან-სუსის სასახლე და პარკი (XVII ს.), ბრანდენბურგის ჭიშკარი და არსენალი (XVIII ს.), წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIV ს.), რეიხსტაგის შენობა, მსოფლიოში უდიდესი ზოოპარკი;
- ლაიფციგი — ციხე-სიმაგრე (XIII ს.), რატუშა (XVII ს.), კოშკი «ხალხთა ბრძოლა» (XIX ს.);
- დრეზდენი — ცვინგერის სასახლე სურათების გალერეით და იარაღის მუზეუმით;
- კიოლნი - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გოთური ტაძარი (XIII — XIX სს.);
- ბონი - ბეთჰოვენის სახლ-მუზეუმი;
- ვაიმარი — ციხე-სიმაგრე (XII ს.), გოეთეს სახლ-მუზეუმი;
- აახენის კათედრალური ტაძარი, პოტსდამის სასახლეები და პარკები, ქალაქი ბამბერგი, მაულბრონის სამონასტრო კომპლექსი, შვარცვალდის მთები;
- გერმანული ეპოსი - სიმღერა ნიბელუნგებზე და გუდრუნი (XIII ს.).
რესურსები ინტერნეტში
- Germany - გერმანია სპეციალური გვერდები
გერმანია | ევროპის ქვეყნები
Duitsland | Deutschland | Alemaña | Þēodiscland | ألمانيا | Alemaña | Almaniya | Германия | Njemačka | Alemanya | Německo | Германи | Yr Almaen | Tyskland | Deutschland | Γερμανία | Germany | Germanio | Alemania | Saksamaa | Alemania | آلمان | Saksa | S'aksamaa | Týskland | Allemagne | Gjermanie | Dútslân | An Ghearmáin | A' Ghearmailt | Alemaña - Deutschland | גרמניה | जर्मनी | Njemačka | Németország | Germania | Jerman | Germania | Þýskaland | Germania | ドイツ | ಜರ್ಮನಿ | 독일 | Almayn | Germania | Däitschland | Duutsland | Alémani | Vokietija | Vācija | Tiamana | Германија | Ӂермания | Jerman | Ġermanja | Germany | Alemantlan | Düütschland | Duitsland | Tyskland | Tyskland | Alemanha | Герман | Niemcy | Alemanha | Germania | Germania | Ghirmânii | Германия | Zermània | Girmania | Duiska | Nemačka | Germany | Nemecko | Nemčija | Gjermania | Немачка | Tôitšhi | Jėrman | Tyskland | ஜெர்மனி | สหพันธ์สาธารณรัฐเยอรมนี | Alemanya | Siaman | Almanya | Німеччина | Đức | דײַטשלאַנד | 德国 | Tek-kok