280px-Gänsesäger.jpg ბატასინი (Mergus), ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი, დაკბილულკიდებიანი ნისკარტი. ფეხის წინა თითები აპკითაა შეერთებული, უკანაზე ფარფლი აქვთ, კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ბატასინის გვარი აერთიანებს 7 სახეობას. საქართველოში ბატასინი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით მიმოფრენის დროს, მტკნარ, გამდინარე წყალსატევებთან. ბუდობენ მიწაზე, კლდის ნაპრალებში, ქვებს შორის და ფუღუროში. იკვებებიან თევზით, იშვიათად წყლის მწერებითა და მოლუსკებით. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა - იყენებენ მათ ღინღლს და ბუმბულგაცლილ ტყავს.
Нирци | Säger | Mergus | Koskel | Mergus | Seachbekken | Dančiasnapiai | Skrakar
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"ბატასინი".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world