article

ახლო აღმოსავლეთი ტერმინია, რომელსაც ხშირად არქეოლოგები და ისტორიკოსები იყენებენ, ბოლო დროს ჟურნალისტები და კომენტატორებიც, და მიუთითებს რეგიონზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე ისარაელს, პალესტინის ტერიტორიებს, იორდანიას, სირიასა და ლიბანს, ასევე მცირე აზიას (თანამ. თურქეთი), მესოპოტამიას (ერაყი და აღმ. სირია) და ირანის პლატო (ირანი, ავღანეთი და დას. პაკისტანი). ალტერნატიულად ასევე არსებობს ტერმინი შუა აღმოსავლეთი, რომელსაც უფრო ნაკლებად გასაზღვრული საზღვრები აქვს და ამიტომ არქეოლოგებისა და ისტორიკოსების მიერ ნაკლებად გამოიყენება. კიდევ ერთი ალტერნატიული, არა-ევროცენტრისტული ტერმინი, რომელიც ბოლო დროს აღმოცენდა არის ”სამხრეთ-დასავლეთი აზია”, თუმცა ეს ჯერჯერობით არც თუ ისე პოპულარულია.

ეგვიპტე, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის კონტინენტის ნაწილია, მიმოიხილება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ნაწილი. ეს ფაქტი განპირობებულია ეგვიპტის მნიშვნელოვანი კავშირებით ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ქვეყნებთან უძველესი, შუასაუკუნეებისა და თანამედროვე ისტორიის პერიოდებში.

ახლო აღმოსავლეთი | ქვეყნის ნაწილები

Near East | Proche-Orient | Timur Dekat | Vicino Oriente | 近東 | Oriente Próximo | Bližnji vzhod | 近東

 

This article is licensed under the GNU Free Documentation License. It uses material from the "ახლო აღმოსავლეთი".

Home Pageartsbusinesscomputersgameshealthhospitalshomekids & teensnewsphysiciansrecreationreferenceregionalscienceshoppingsocietysportsworld