ა კაპელა (იტალ. a cappella), მრავალხმიანი გუნდური სიმღერა მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე. როგორც პროფესიული საგუნდო ხელოვნების სტილია. ა კაპელა ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების მიწურულს საკულტო პოლიფორნიაში. უდიდეს განვითარებას მიაღწია აღორძინების ხანის ნიდერლანდში და კლასიკური გამოხატულება ჰპოვა რომის პოლიფონიური სკოლის მამამთავრის ჯ. პალესტრინას შემოქმედებაში. ა კაპელას იყენებენ საერო საგუნდო ხელოვნებაშიც. განსაკუთრებით გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში. ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად ა კაპელით სრულდება. ქართულ პროფესიულ მუსიკაში იგი XX საუკუნის 10-იან წლებში მკვიდრდება (ნ. სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).
A capella | A cappella | A cappella | A cappella | A capella | A cappella | A cappella | A capella | א-קפלה | A cappella | ア・カペラ | A capella | A cappella | A cappella | A Capella | А капелла | A cappella | A cappella | 無伴奏合唱
This article is licensed under the GNU Free Documentation License.
It uses material from the
"ა კაპელა".
Home Page • arts • business • computers • games • health • hospitals • home • kids & teens • news • physicians • recreation• reference • regional • science • shopping • society • sports • world